Irakli

ირაკლი ეფრემიძე

ბიზნესის ეროვნული ლიგა - ვიცე-პრეზიდენტი

მოგასალმებით, გახლავართ ირაკლი ეფრემიძე, '' ბიზნესის ეროვნული ლიგის'' ვიცე-პრეზიდენტი და ერთ-ერთი დამფუძნებელი. წლების განმავლობაში ვიმუშავე ტურიზმის, ავიაციისა და განათლების მიმართულებით, ასევე მაქვს დიდი გამოცდილება საინვესტიციო პროექტებისა და საინვესტიციო ფონდებთან ურთიერთობის. ამ მიმართულებით საჭიროა გაცილებით ეფექტური და ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, წერტილოვანი და რეზულტატზე გათვლილი ინიციატივები, რომელებიც იქნება რეალური ალტერნატივა დღეს არსებული მოდელის. ''ბიზნესის ეროვნული ლიგა'' არის პროფესიონალთა და პატრიოტთა ის ერთობა, სადაც სრულად შევძლებ საკუთარი პოტენციალის რეალიზებას ქვეყნის საკეთილდღეოდ.

Igor

იგორ აფციაური

თავმჯდომარეს მოადგილე

ბევრი შესაძლებლობა მქონდა მომესინჯა ჩემი ძალები სხვადასხვა მიმართულებით და სხვდასხვა ქვეყანაში. ვცხოვრობდი ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჩემი მშობლებიც იმ პერიოდში დიპლომატიური საქმინობით იყვნენ დაკავებულნი ამავე ქვეყანაში. ასევე ვცხოვრობდი ევროპაშიც და აზიაშიც. მას შემდეგ, რაც ავიაციაში დავიწყე მუშაობა, ვმოღვაწეობდი ცნობილ ორგანიზაციებში, მათ შორის "ყატარის ავიახაზებში". უსაზღვროდ შევიყვარე ავიაციის სფერო. ვთვლი, რომ ეს სფერო საქართველოში ჯერ-ჯერობით ჩამოყალიბების პროცესშია, თუმცა იმდენად დიდი ტრადიციები გაგვაჩნია, რომ მტკივნეულად აღვიქვამ ავიაციის ასეთ მდოგმარებობას. ამიტომ დავბრუნდი საქართველოში, შევქმენი კომპანია და ვცდილობ, რომ ჩემს პარტნიორებთან ერთად ავიაციის ბიზნესში ვთქვა სიტყვა, ხოლო ‘’ბიზნესის ეროვნული ლიგა’’, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელიც მე გახლავართ, შედგება იმ თანამოაზრეთა გუნდისგან, რომელთაც ზუსტად ესმით, რომ ბიზნესის სწორ განვითარებასა და ბიზნესის გამართულობაზე არის დამოკიდებული თითოეული ჩვენგანის მომავალი ყველა თვალსაზრისით.

Nikolozi

ნიკოლოზ ხომასურიძე

დამფუძნებელი

მე ნიკოლოზ ხომასურიძე ვარ, პროფესიით იურისტი და ეს პროფესიაც უზომოდ მიყვარს, მაგრამ საბედნიეროდ სრულად მაქვს გათვისებული და გაცნობიერებული, თუ სად და რომელ სფეროში უნდა ვთქვა სიტყვა, რომელიც მინდა, რომ დარჩეს ისტორიას. მე საკმაოდ დიდი გამოცდილება მივიღე იმ ბიზნესში, რასაც კინობიზნესი და ზოგადად კინემატოგრაფია ქვია. მე ბედნიერი ვარ, რომ წვალებითა და გარკვეული პრობლემებით მაინც ამ სფეროში ვსაქმიანობ. ჩემთვის კინემატოგრაფია ცხოვრებაა, შეიძლება ითქვას მთელი სიცოცხლეა. ვიცი და მჯერა, რომ საქართველოთვის კინობიზნესი ძალიან მალე გახდება ყველაზე წარმატებული, სწრაფად განვითარებადი და შეიძლება ითქვას მდგრადიც კი. ჩვენ ამ სფეროში მართლაც უნიკალური ტრადიციები გაგვაჩნია, შეიძლება ითქვას ამ მიმართულების დამფუძნებლებიც კი ვართ მსოფლიოში, რომ არაფერი ვთქვათ იმ მნიშვნელობასა და ღირებულებაზე, რომელშიც ჩვენი ცნობიერებისა და იდენტობის შენარჩუნება მოიაზრება და რაზეც სწორედაც, რომ ჩვენი კინო ზრუნავს. მე დიდი სიამონნებით გავხდი ‘’ბიზნესის ეროვნული ლიგის’’ თანადამფუძნებლი და ეს პატივია ჩემთვის.

Giorgi

გიორგი თავხელიძე

დამფუძნებელი

მე საგანმანათლებლო და განათლების სფეროში მომქმედი ბიზნესის წარმომადგენელი გახლავართ. ჩვენი კომპანია შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთი პირველია (თუ უპირველესი არა) რომელმაც ამ სფეროში მოღვაწეობა დაიწყო. მე ალმა მატერი ვარ და ბიზნესს, რომელსაც მე მივყვები, მამუკა თავხელიძემ, მამაჩემმა ჩაუყარა საფუძველი. მიუხედავდ სირთულეებისა, რომლებიც ხშირად სუბიექტური მიზეზებიდან ჩნდება და წარმოიშვება, მე დარწმუნებული ვარ ჩემი ბიზნესის წარმატებაში, თუმცა ვთვლი, რომ ნებისმიერი წარმატება განვითარების იმ ეტაპზე რა ეტაპზეც ჩვენ ვიმყოფებით საჭიროებს ბიზნესის სწორად გააზრებას, დაცვასა და შემდგომ მის რეალიზაციას. ასეთ თანამოაზრეთა წრეში პატივით გავხდი ერთ-ერთი დამფუძნებელი ‘’ბიზნესის ეროვნული ლიგისა’’. მე მჯერა ჩვენი წარმატების.

Marina

მარინა კორძაძე

დამფუძნებელი

მე მარინა კორძაძე ვარ, პროფესიით იურისტი და ჩემი ბიზნესსაქმინობის სფერო და არეალი გახლავთ სამართლებრივი მომსახურება-უზრუნველყოფა, როგორც ბიზნესის, ასევე ცალკეული მოქალაქეების. ჩემთვის, როგორც იურისტითვის, ზუსტად არის წარმოდგენილი ის პრობლემები, რომლებიც ბიზნესს თან ახლავს. როგორც ბიზნესმენი და იურისტი, ვთვლი, რომ ორგანიზაცია, რომლის დამფუძნებელი მეც გავხდი, იქმნება იმ პრინციპებითა და იმ დამოკიდებულებებით საქმისადმი, რომელმაც ბიზნესის გავითარების შემაფერხებელი სუბიექტური ფაქტორები უნდა აღმოფხვრას. იბრძოლოს ამისათვის და დაუდასტუროს ყველას, რომ ეს ორგანიზაცია მხოლოდ კეთილსინდისიერი და კეთილი მოტივებით უზრუნველყოფს და განახორციელებს ამ პროცესებს.

Sandro

სანდრო ვეფხვაძე

დამფუძნებელი

მე სანდრო ვეფხვაძე ვარ, ჟურნალისტი. დარწმუნებული ვარ, რომ ბიზნესში ჩემს ძალებს უახლოეს მომავალში აუცილებლად მოვსინჯავ, მაგრამ ჩემთვის ამ ეტაპზე მთავარი გახლავთ ის, რომ ვარ თანადამფუძნებელი ისეთი ორგანიზაციის, რომელსაც პრინციპები, ღირებულებები და საერთოდ დამოკიდებულება ბიზნესისადმი, ეკონომიკისადმი, ქვეყნისადმი გააჩნიათ ზუსტად ისეთი, როგორიც მგონია, რომ უნდა ჰქონდეს ყველა ისეთ ადამიანს, რომელსაც პირველ მიზნად და მიზეზად არსებობისა, სიკეთის კეთება უღიარებიათ. ვარ ჩემს თანამოაზრეთა წრეში და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ "ბიზნესის ეროვნულმა ლიგამ" სერიოზული წვლილი შეიტანოს საქართველოში ბიზნესის სწორად და აღმატებულად განვითარების საქმეში. მე არამხოლოდ ჟურნალისტი, არამედ ამავდორულად ეკონომისტი, რამდენიმე უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი გახლვართ და ვკითხულბ ლექციებს ბიზნესთან დაკავშირებით. სწორედაც რომ წარმოებაში მიღებული უდიდესი გამოცდილებით დავაფუძნე ჩემს თანამოაზრეებთან ერთად "ბიზნესის ეროვნული ლიგა". ყველა იმ ადამიანს ვულოცავ ამ ამბავს, რომელსაც ქართულ ბიზნესზე გული შესტკივა.

Dimitri

დიმიტრი აბსაძე

დამფუძნებელი

მე მგონი ჯერ-ჯერობით უხუცესი ვარ "ბიზნესის ეროვნულ ლიგაში" და ბედნიერი ვარ, რომ ურთიერთობა მიწევს ბიზნესის იმ წარმომადგენლებთან, რომელთც ზუსტად აქვთ გაცნობიერებული, რომ ზოგადად ქართული ბიზნესის განვითარება, უფრო მეტიც, ქართული ეკონომიკის განვითარება დგას ეროვნულ წარმოებაზე. ამ სფეროში დიდი გამოცდილება მაქვს და "ბიზნესის ეროვნული ლიგა" იმ გუნდით რა შემადგელობითაც ჩვენ იგი დავაფუძნეთ, წარმოადგენს იმ ძალას და იმ წარმომადგენლობას, რომელთაც ხელეწიფებათ ეროვნული წარმოების აღორძინების გარდაუვალობის წარმოჩენა, უფრო მეტიც, მე მჯერა, რომ "ბიზნესის ეროვნული ლიგა" უახლოეს მომავალში თავად შეუწყობს ხელს წარმოების განვითარებასა და აღორძინებას.

Giorgi

გიორგი გილიგაშვილი

დამფუძნებელი

ბუნებრივია, მე ხელოვნებით, მუსიკით, პოეზიით, ვიტყოდი ჭეშმარიტი ხელოვნებით ვსულდგმულობ და ჩემს ურთიერთობას გარე სამყაროსთან, ხელოვნებასთან კავშირით გამოვხატავ. ჩემთვის ბიზნესი უცხო არასოდეს ყოფილა, უბრალოდ ყოველთვის ვეძებდი თანამოაზრეთა გუნდს, რომელთაც ჩემნაირად წარმოედგინათ ბიზნესის კეთების პროცესი. მას შემდგომ, რაც გავითავისე, რომ ბიზნესის სწორ, კულტურულ, ქართულად განვითარებაზე ჩვენი ყოფა ბევრად არის დამოკიდებული, მე ვიტყოდი ჩვენი სწორი ყოფა, მე გადავწყვიტე ჩემს მეგობრეთან, რომელებიც ჩემი თანამოაზრეებიც არიან და სწორი ბიზნესის კეთებითაც არიან დაკავებულნი, დავიცვა ეს სისწორეც და მათთან ერთად გავაკეთო ის საქმეც, რომელიც ჩემი ქვეყნისთვის მგონია, რომ სასიცოხლოდ მნიშვნელოვანია. ამიტომაც ვარ ბიზნესის ეროვნული ლიგის ერთ-ერთი დამფუძნებელი.

Levani

ლევან შარანგია

დამფუძნებელი

მე ლევან შარანგია ვარ, აფხაზეთიდან. თბილისში გავიზარდე და მიუხედავად ჩემი ახალგაზრდული ასაკისა, საკმაოდ ბევრი ქარტეხილი გამოვიარე, მანამ, სანამ დამოუკიდებლად დავიწყებდი ბიზნესის კეთებას. ჩემი საქმიანობა მომსახურების სფეროა და არის ბიზნესი, რომელიც პირდპირ კონტაქტშია ადამიანებთან. ჩემი ბიზნესი ტექნოლოგიების მართვის დანერგვაა და ვციდილობ ამ მიმათულებით განვითარებას. მიმაჩნია, რომ ბიზნესის და საქმინობის ხარისხი, როგორც მინიმუმ დასაწყისისთვის, გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე მასშტაბი და შემოსავლები. ჩემი კომპანია ყოველდღიურად იზრდება, მაგრამ რასაც მინდა ხაზი გავუსვა, ეს გახლავთ ის, რომ ყოველდღიურ რეჟიმში ვზრდით ჩვენი მომსახურების ხარისხს, ჩვენი დიდი შრომისა და ენერგიის ხარჯზე. მე ვთვლი, რომ სწორედ იმ ბიზნესმენების გაერთიანება უნდა იყოს "ბიზნესის ეროვნული ლიგა", რომელთაც აღიარებული აქვთ, რომ ბიზნესი ეს არ არის ცაკლე აღებული განყენებული მოვლენა, არც ჩვენი ყოფითი ცხოვრებისთვის და არც ჩვენი ცნობიერებისთვის. დიახ, სწორი ბიზნესი ქმნის სწორ ყოფასა და ცნოებიერებას. "ბიზნესის ეროვნულ ლიგაში" ასეთი აზროვნებით გამორჩეულები ვიკრიბებით.



















კონტაქტი

  • მობ: (+995) 000 000 000
  • E-mail: businessnationalleague@gmail.com

ადგილმდებარეობა

  • თბილისი / დიღომი 8 / სიხარულის ქუჩა N 1